
საიდან იღებს ინფორმაციას სამცხე–ჯავახეთის მოს ახლეობა

წლების განმავლობაში,ენობრივი ბარიერის გამო, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის სანდო ინფორმაციის მიწოდება ერთ–ერთ მთავარ გამოწვევად რჩება..
მედიის განვითრების ფონდის მიერ 2018 წელს ჩატარებულ კვლევის მიხედვით,–ის მოსახლეობის 18%-დან, ვინც პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას არაქართული სატელევიზიო არხებიდან იღებს, ყველაზე დიდი წილი (34%) რუსეთის პირველ არხზე მოდის, რასაც რუსული RTR (19%) და Россия 1 (13%) მოსდევს.

კვლევის, “ ხისტი და რბილი ძალის საფრთხეები საქართველოში” მონაცემებით, ყველაზე პოპულარული ქართული ტელეარხების რეიტინგი საქართველოში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში დაახლოებით 10%-ია. რაც ნიშნავს, საქართველოს მოქალაქეები საკუთარი ქვეყნისა და მისი სტრატეგიული პარტნიორების შესახებ ინფორმაციას, არა ქართულენოვანი სატელევიზიო არხებიდან, არამედ მშობლიური და რუსული ტელევიზიებიდან იღებენ.
იმის გათვალისწინებით, რომ მაუწყებელს არ აქვს სატელევიზიო რეიტინგების მონაცემები არც რეგიონულ, არც ეთნიკურ ჭრილში, აუდიტო რიის ქცევის რეგულარული ანალიზი და შეფასება, თუ რამდენად მიუწვდებათ უმცირესობებს ხელი მათთვის განკუთვნილ გადაცემებზე და როგორია ამ გადაცემების რეიტინგი აღნიშნულ რეგიონებში, ვერ ხორციელდება.
ადგილობრივი სომხურენოვანი მედიასაშაულებები
ამის გაზომვა დღესაც რთულია. ჩვენი ფოკუს ჯგუფის გამოკითხვის მიხედვით გამოიკვეთა, რომ დღეს სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკურად სომხები ენდობიან ონლაინ მედიას.
დღეს ბევრი ადგილობრივი სომხურენოვანი მედიაა, რომელიც აშუქებს, როგორც რეგიონულ ასევე, ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ თემებს. ადგილობრივი სომხურენოვანი მედიასაშუალებებია: Radio NOR, Jnews, Aliqmedia, სამხრეთის კარიბჭე და სხვა. ჩამოთვლილთაგან ყველა სომხურენოვანი ონლაინ მედია წარმოადგენს არასამთავრობო მედიას, რომლებიც დაახლოებით 10 წლის წინ შეიქმნა. ადგილობრივი სომხურენოვანი მედიები აშუქებენ, როგორც ადგილობრივ ინფორმაციას, ასევე ქვეყნის პოლიტიკურ მოვლენებს.
Aliqmedia–ს დირექტორი ლიზა ტოროსიანი

Aliqmedia–ს დირექტორი ლიზა ტოროსიანი ამბობს, რომ მათი სამიზნე აუდიტორია იყო და არის საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხები, თუმცა მოვლენები ისე განვითარდა, რომ ასევე ჰყავთ აუდიტორია სომხეთიდან. მისივე თქმით, სომხეთი საქართველოს შესახებ ინფორმაციას ხშირად მათი მედიიდან იღებს. Aliqmedia–ს აუდიტორიის 60% ქალია, ხოლო 40% - მამაკაცი. რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფს, განსხვავებული ასაკის ხალხი უყურებს მათ.
ლიზა ტოროსიანი ასევე ამბობს, რომ მას ინფორმაციის გადამოწმების 3 წლის გამოცდილება აქვს და მედიის თანამშრომლები ინფორმაციას
თავად ამოწმებენ. მათი მიზანია ხალხისთვის გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდება.
ლიზა ტოროსიანის აზრით, ბევრ ფაქტზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში ქვეყნის მასშტაბით მედიის უფლებები ირღვევა და არც Aliqmedia არის გამონაკლისი.
„რაც ხდება მედიის თანამშრომლებთან და რა ძალის დემონსტრაცია ხდება მათზე, ყველასთვის ნათელია და როცა ჩვენს დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე უარს ამბობენ, რთულია კარგი და ობიექტური კონტენტის შექმნა“ - ამბობს ლიზა ტოროსიანი.
ასევე სოციალური ქსელებიდან ჩანს, რომ სომხურენოვანი მედიების აუდიტორია პასიურია და აზრის გამოხატვის ეშინიათ, რასაც ადასტურებს ლიზა ტოროსიანი და ამბობს, რომ მხოლოდ ტიკტოკშია აქტიური აუდიტორია, თუმცა უმეტესობა ტროლი ან ბოტია. Aliqmedia ამ პრობლემის გადასაჭრელად მუდმივ კავშირშია სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ მოსახლეობასთან და სხვადასხვა პროექტს ახორციელებს, რათა უკეთ გაიგოს და გააშუქოს მათი პრობლემები. ასევე წელიწადში 2-ჯერ ატარებენ ანონიმურ გამოკითხვას, სადაც აუდიტორიას საშუალება აქვს,ანონიმურად აირჩიოს თემები, რაზეც მეტი ინფორმაციის მიღება სურს.
მანია მანუკიანი არის ახალქალაქიდან და ამჟამად სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის ამბობს, რომ მისი ინფორმაციის წყაროები შეიცვალა ჩამოსვლისთანავე, ასევე თვალს ადევნებს ქართულ მედიებს და ახლა ცდილობს უფრო სანდო წყაროებიდან მიიღოს ინფორმაცია.
„ვცდილობ ჩემით გადავამოწმო, რომ ჩემი მიღებული ინფორმაცია სანდოა, თუ უბრალოდ ინფორმაციული ქაოსისთვის არის დაპოსტილი,.“ - ამბობს მანია.
მართალია, ადგილობრივი სომხურენოვანი მედიები აშუქებენ ქვეყნის პოლიტიკურ მოვლენებს და ყველა ის სიახლე, რაც ხდება საქართველოში, თუმცა როცა, ვადარებთ ქართულ მედიებს და სომხურენოვან მედიებს, შედარებით ნაკლებია ინფორმაცია სომხურენოვან მედიებში, რაც აფერხებს სომხური მოსახლეობის კრიტიკულ აზროვნებას და სრულყოფილი ინფორმაციის მიღებას, რაც დღეს ერთ–ერთ გამოწვევად რჩება.